Kulinaria / კულინარია
ქართული კულინარიის ისტორია
არქეოლოგიური მასალითაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ვაზის გაკულტურება პირველად, სწორედ, საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და სავარაუდოდ პირველი ღვინოც აქვე დაიწურა. იგივე შეიძლება ითქვას პურეული კულტურების შესახებაც, ანუ საქართველოს ტერიტორია მარცვლეული კულტურების სრულიად დამოუკიდებელ, გენეტიკურ ცენტრადაა მიჩნეული. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ, უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართველური ტომების კულინარიულ კულტურაში უმთავრეს როლს მემინდვრეობა (ანუ მარცვლეული კულტურები) და მეღვინეობა თამაშობდა.